ბაკურიანის ლაივ კამერების შესახებ
ეს გვერდი და ლაივ სტრიმინგი ბაკურიანის ლაივ კამერაზე დაგეხმარებათ რეალურ დროში თვალყური ადევნოთ რა ხდება ბაკურიანში, როგორი ამინდია ამჟამად. ამ დროისთვის გვაქვს 2 კამერა ბაკურიანში, პირველი ეს არის ხედი ბაკურიანის რეზიდენსიდან, კამერა გადაჰყურებს ეზოს, ავტოსადგომს და ულამაზეს მთებს. რეზიდენსში შეგიძლიათ დარეკოთ და დაჯავშნოთ სასურველი შვებულების პერიოდი.
მეორე კამერაში პირდაპირ ხედავთ სათხილამურო ტრასას, სადაც უამრავი ადამიანი სრიალებს დღისით და საღამოს, ასევე შეგიძლიათ იხილოთ ულამაზესი თოვლით დაფარული მთები და საბაგირო, რომელითაც მოთხილამურეები ადიან ზემოთ რათა დაეშვნენ ქვემოთ. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავამატოთ ბაკურიანის ახალი კამერები ამ გვერდზე, რათა თქვენთვის უფრო მიმზიდველი იყოს ჩვენი გვერდის გამოყენება. თუ თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდა ბაკურიანის ლაივ კამერები, გაუზიარეთ ისინი თქვენს მეგობრებს, რათა მათაც ნახონ ისინი. მშვიდობიან დასვენებას გისურვებთ ბაკურიანში.