ბათუმის ლაივ კამერების შესახებ
ჩვენ გთავაზობთ ულამაზეს ხედებს ბათუმიდან, რათა თქვენ ნახოთ ის ლაივ რეჟიმში. ჩვენი პირველი კამერა ბათუმის შესასვლელშია განთავსებული, კამერა სამშენებლო კომპანიამ განათავსა. ამ კამერიდან ხედავთ მთელ ბათუმს, ხედავთ რა ლამაზი ქალაქია 24 საათის განმავლობაში. ასევე გვაქვს შესაძლებლობა დავინახოთ შავი ზღვის სანაპირო, ვნახოთ არის თუ არა ზღვაზე დიდი ტალღები. ხშირად გამოჩნდება გემები ზღვის სანაპირო ზოლში. ჩვენი მეორე კამერა მდებარეობს ორბის თაუერთან, ამ კამერაში ნათლად ხედავთ, თუ როგორ თამაშობს შავი ზღვის ტალღები. და მესამე კამერა მდებარეობს ბათუმის თაუერზე, ეს კამერა არის PTZ ფუნქციით, ეს ნიშნავს რომ კამერა არის მოძრავი და აღჭურვილია ზუმის (მოახლოვების) ფუნქციით, ამ კამერას აქვს შესაძლებლობა ფოკუსირება მოახდინოს ნებისმიერ წერტილზე და გაჩვენოთ კადრები კარგად და ხარისხიანად, აქ ნახავთ აბსოლუტურად ყველა პუნქტს. ამგვარად, ჩვენი გვერდი გეხმარებათ ბათუმის ლაივ კამერების მოწოდებაში, რომლითაც შეგიძლიათ იხილოთ სიტუაცია და რა ხდება ლაივ რეჟიმში, ასევე ნახოთ ამინდი და როგორი ამინდია და დაგეგმოთ ვიზიტი. გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობას ბათუმში!